Accentnews.ge
თეონა აქუბარდია: ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით „ოცნების“ მთავარი მიზანი არის საქართველოს დემოკრატიის ავტორიტარიზმად ქცევა

თეონა აქუბარდია: ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით „ოცნების“ მთავარი მიზანი არის საქართველოს დემოკრატიის ავტორიტარიზმად ქცევა

22/05/2024 10:24:07 პოლიტიკა

ოპოზიციონერმა დეპუტატი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ "ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანი არის საქართველოს დემოკრატიის ავტორიტარიზმად ქცევა".

„მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ვეტოში კონსტიტუციის 4 მუხლია მოყვანილი, რომელსაც „რუსული კანონის” ეწინააღმდეგება და ვენეციის კომისიის დასკვნის ორ ნაწილშიც კონსტიტუციის დარღვევაზეა საუბარი და მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელსაც თითქოს „ქართული ოცნება“ ელოდებოდა, მაგრამ აბსოლუტურად შეგნებული ტყუილით იყო ეს ფორმა წარმოდგენილი, არ იქნება „ქართული ოცნების” უკან დახევის რეალური საფუძველი. ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, მათი მთავარი მიზანი არის საქართველოს დემოკრატიის ავტორიტარიზმად ქცევა და კრემლის გავლენის ქვეშ საქართველოს დაბრუნება”, - აღნიშნა აქუბარდიამ.

ამავე თემაზე: რას ამბობს ვენეციის კომისია "აგენტების კანონზე": კატეგორიული რჩევაა, ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმება.

"ოცნება" "აგენტების კანონზე" ვენეციის კომისიის მოსაზრებას მიკერძოებულს უწოდებს: "დასკვნა ისევ და ისევ ვენეციის კომისიის რეპუტაციას აზიანებს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S