კახა კალაძე – "რადიო თავისუფლების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე: "სისულელეა"
22/05/2024 11:18:16 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე "სისულელეს" უწოდებს "რადიო თავისუფლების" მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას.
"სერიოზული კითხვები გაქვთ? სისულელეა და სისულელეს ნამდვილად არ ვაპირებ ვუპასუხო", – განუცხადა კალაძემ ჟურნალსტებს.
ცნობისთვის: "რადიო თავისუფლება" წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ "აშშ ფლობს ინფორმაციას, რომელსაც ქართული პოლიტიკური ელიტის რეპუტაციის გაცამტვერება შეუძლია".


