Accentnews.ge
PACE-ს მომხსენებლები: მოვუწოდებთ მმართველ უმრავლესობას, არ გადალახოს პრეზიდენტის ვეტო

PACE-ს მომხსენებლები: მოვუწოდებთ მმართველ უმრავლესობას, არ გადალახოს პრეზიდენტის ვეტო

22/05/2024 16:22:23 პოლიტიკა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საქართველოს საკითხებში მომხსენებლები – კლოდ კერნი (საფრანგეთი, ALDE) და ედიტ ესტრელა (პორტუგალია, SOC) ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმიანებიან "აგენტების კანონზე" და მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, არ გადალახოს პრეზიენტის ვეტო.

“ჩვენმა ქართველმა კოლეგებმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე ჩვენს შეშფოთებებთან დაკავშირებით ავტორიტეტული იურიდიული არგუმენტები გვთხოვეს. ეს არგუმენტები ახლა ვენეციის კომისიის ერთმნიშვნელოვან მოსაზრებაში გახმოვანდა, რომელიც ასამბლეის პრეზიდენტის თხოვნის შედეგად შედგა. შესაბამისად, ჩვენ მმართველ უმრავლესობას მოვუწოდებთ არ დაძლიონ პრეზიდენტის ვეტო და ეს კანონი გაიწვიონ, რისი რეკომენდაციაც ვენეციის კომისიამ გასცა”, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ "ასამბლეა 2024 წლის 24 მაისს ვილნიუსში მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე გამართავს მიმდინარე საკითხებზე დებატებს საქართველოში დემოკრატიის გამოწვევების შესახებ."

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S