ბორელი: მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაცია
22/05/2024 19:28:45 პოლიტიკა
საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი X-ზე ეხმიანება "აგენტების კანონზე" ვენეციის კომისიის დასკვნას და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაითვალისწინონ მიღებული რეკომენდაციები.
"ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ "მტკიცედ ურჩია" საქართველოს, გააუქმოს "უცხოური გავლენის შესახებ კანონი" არსებული ფორმით. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაითვალისწინოს რეკომენდაცია, საქართველოს დემოკრატიის ფუნდამენტური ელემენტების დასაცავად" - წერს ბორელი.
იხილეთ ასევე: რას ამბობს ვენეციის კომისია "აგენტების კანონზე": კატეგორიული რჩევაა, ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმება


