Accentnews.ge
ბლინკენი – "აგენტების კანონზე": ამ კანონის მიღებას შედეგები მოჰყვება

ბლინკენი – "აგენტების კანონზე": ამ კანონის მიღებას შედეგები მოჰყვება

22/05/2024 19:45:41 პოლიტიკა

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დღეს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს უსმენენ. ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას, 22 მაისს კონგრესმენმა ბილ კიტინგმა სახელმწიფო მდივანს სთხოვა, კომენტარი გაეკეთებინა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და ესუბრა იმაზე, თუ რას აკეთებს ამერიკის შეერთებული შტატები “უცხოეთის აგენტების” კანონთან დაკავშირებით საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე,– იტყობინება "ამერიკის ხმა".

“ძალიან შეშფოთებულები ვართ „უცხოეთის აგენტების კანონით“, რომელიც [საქართველოში] მიიღეს. ვფიქრობ, სამწუხაროდ, ეს პირდაპირ მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი. ეს აშკარად ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის უმეტესობის სურვილს, იარონ ევროკავშირისკენ და ევროინტეგრაციისკენ. ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმაზე, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ამაზე საპასუხოდ და ჩვენ ნამდვილად ვიმოქმედებთ. ევროკავშირიც განიხილავს რა გავლენა ექნება ამ კანონს საქართველოს გაწევრიანების პროცესზე, ასე რომ ვიტყოდი, რომ ამ კანონის მიღებას შედეგები მოჰყვება“,- განაცხადა, "ამერიკის ხმის" ცნობით, აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის“ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს მესამე მოსმენით მიიღო, აქამდეც არაერთხელ უწოდა „კრემლის მიერ შთაგონებული“.

ამერიკელმა სენატორებმა და კონგრესმენებმა რამდენიმე წერილი გამოაქვეყნეს, სადაც საქართველოს ხელისუფლებას კანონის გაწვევისკენ მოუწოდებდნენ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კონგრესმენმა ჯო უილსონმა ამერიკის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტი MEGOBARI უნდა წარადგინოს, სადაც ე.წ "უცოხეთის აგენტების" კანონის მიღების გამო, საქართველოს ხელისუფლების წევრებს შესაძლოა სანქციები დაუწესდეთ. თუმცა, საგარეო კურსის ცვლილების შემთხვევაში, საქართველომ შესაძლოა ისეთი წახალისება მიიღოს ამერიკისგან, როგორიცაა უვიზო მიმოსვლა, დამატებითი სამხედრო დახმარება ა.შ. კანონპროექტი ჯერ წარდგენილი არაა, თუმცა კონგრესმენი უილსონი ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია მართებულია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S