Accentnews.ge
ჯონ ბასი – სავიზო შეზღუდვებზე: „ღრმად დამწუხრებული ვარ, რომ საქმე აქამდე მივიდა“

ჯონ ბასი – სავიზო შეზღუდვებზე: „ღრმად დამწუხრებული ვარ, რომ საქმე აქამდე მივიდა“

24/05/2024 06:03:37 პოლიტიკა

„ღრმად დამწუხრებული ვარ, რომ საქმე აქამდე მივიდა“, – ასე გამოეხმაურა აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში ჯონ ბასი სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის გადაწყვეტილებას, "აგენტების კანონზე" პასუხისმგებელ პირებსა და მათ ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების დაწესების თაობაზე.

ბასის თქმით, აშშ მხარს უჭერს ქართველი ხალხის უფლებას თავად აირჩიოს საკუთარი მომავალი.

ჯონ ბასი საქართველოში ამერიკის დიპლომატიურ მისიას 2009-2012 წლებში ხელმძღვანელობდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S