Accentnews.ge
"გახარია საქართველოსთვის" – "ოცნებას": ჯერ კიდევ გაქვთ შანსი, გაიწვიოთ კანონი და უარი თქვათ ქვეყნის ღალატში მონაწილეობაზე

"გახარია საქართველოსთვის" – "ოცნებას": ჯერ კიდევ გაქვთ შანსი, გაიწვიოთ კანონი და უარი თქვათ ქვეყნის ღალატში მონაწილეობაზე

24/05/2024 12:11:57 პოლიტიკა

პარტია „საქართველოსთვის“ განცხადებას ავრცელებს და „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, უარი თქვას ქვეყნის ღალატში მონაწილეობაზე.

"ქართულმა ოცნებამ" და მისმა ლიდერმა წყალს გაატანეთ ყველა მიღწევა, რაც ამ პარტიის მმართველობის წლებში იქნა მიღწეული. ივანიშვილი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ფულის და ძალაუფლების დასაცავად მოქმედებს, ვერ დაგიცავთ ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების სამართლიანი რეაქციისგან და ქართველი ხალხის რისხვისგან, რომელიც თავისუფლებისთვის და ცივილიზებულ სახელმწიფოთა კავშირში ინტეგრაციისთვის იბრძვის. ვერც თქვენ შეძლებთ, ხელის გაშვერას მხოლოდ ივანიშვილისკენ. ჯერ კიდევ გაქვთ შანსი, გაიწვიოთ კანონი და უარი თქვათ ქვეყნის ღალატში მონაწილეობაზე: ეს აღარ გეხებათ მხოლოდ თქვენ, ამ ყველაფრით თქვენ ჩვენი შვილების მომავალსაც უქმნით საფრთხეს და ანგრევთ ყველაფერს, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ქართველმა ხალხმა აშენა, რისთვისაც იბრძოლა, ხშირად საკუთარი შვილების სიცოცხლის ფასად და რასაც მიაღწია. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ხვედრი იქნება მძიმე, ხოლო ფასი, რომლის გადახდაც მოგიწევთ იქნება დიდი. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ დასაწყისია“,- აღნიშნულია პარტია „საქართველოსთვის“ განცხადებაში.

ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

თითქმის ორი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ერთი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.

პარალელურად, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.

18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო დაადო.

23 მაისს საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის მიერ "აგენტების კანონზე" დადებული ვეტოს დაძლევა 28 მაისისთვის დააანონსა.

24 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S