Accentnews.ge
გონჩარენკო: "მიმდინარეობს საქართველოს ბელარუსიზაცია"

გონჩარენკო: "მიმდინარეობს საქართველოს ბელარუსიზაცია"

24/05/2024 13:11:58 პოლიტიკა

უკრაინის პარლამენტის წევრის ალექსეი გონჩარენკოს განცხადებით, "მიმდინარეობს საქართველოს ბელარუსიზაცია". ამის შესახებ მან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა, რომელზეც საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს.

მან გამოსვლა სხდომაზე საქართველოს წარმომადგენლების კრიტიკით დაიწყო:

"ახლა საქართველოს წარმომადგენლების მხრიდან, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლიდან ძალიან ბევრი ტყუილი და ფარისევლობა მოვისმინე".

ამის შედმეგ მას სხდომის წამყვანმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა თეოდოროს როუსოპოლოსმა სიტყვა შეაწყვეტინა და მიმართა, რომ ასეთი მიმართვა დაუშვებელია. "შენ ახსენე სიტყვა "ფარისევლობა", გთხოვ, აღარ გამოიყენო მსგავის სიტყვა", –მიმართა გონჩარენკოს როუსოპოლოსმა.

აღნიშნულის შემდეგ გონჩარენკომ გამოსვლა ასე განაგრძო:

"ძვირფასო პრეზიდენტო, მე შემიძლია, წავიდე ახლა იმ გზით, რა გზითაც საქართვლოს პარლამენტის სპიკერი და "ქართული ოცნების" წარმომადგენლები და მათი სატელიტები მიდიან. მათი სატელიტები ჩვენს გარშემო საუბრობენ ამ კანონზე. ჩვენ შეგვიძლია, ასევე გამოვიყენოთ ეს ორველის ენა. თავისუფლება - ეს მონობაა, ომი - მშვიდობა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, როგორც ორველი წერს, სიტუაციის სიმშვიდე, როცა მილიონობით ადამიანი კვდება, ან "დენაციფიკაცია", პუტინის ენით და სხვა სიტყვები. მაგრამ, რეალობა ძალიან მკაფიოა. მიმდინარეობს საქართველოს ბელარუსიზაცია. შემდეგი ნაბიჯი იქნება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია, ზუსტად ისე, როგორც ეს ბელარუსთან მოხდა. ჩვენ აქ ბელარუსიდან სულ რაღაც 25 კილომეტრში ვართ და თუ გვინდა, რომ ვიხილოთ კიდევ ერთი ახალი ლუკაშენკო, კიდევ ერთი ახალი რეჟიმი, რომელიც იწყება სამოქალაქო საზოგადოებაზე იარლიყის მიწებებით, სტიგმატიზაციით, მერე არჩევნების გაყალბებით, ოპოზიციონერების მოკვლით, დაპატიმრებით, შემდეგ ჩვენ უბრალოდ ვიტყვით: ო, კიდევ ერთი ოპოზიციონერი მოკლეს, ო, კიდევ ათი მოკლეს, ო, კიდევ ასობით არის ციხეში, ო, კიდევ ერთი ქვეყანა აღარ არის ევროპულად, არამედ ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

ჩვენ ახლა ან უბრალოდ უნდა ვისაუბროთ, ან ვიმოქმედოთ, ეს არის ის, რაც უნდა გავაკეთოთ. რა შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ? ეს არის შეკითხვა. როდესაც ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ახლა საქართველოს ნამდვილი მფლობელია, სამწუხაროდ, ახლა პუტინის ენაზე გადავიდა. მე მინდა გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ განაცხადა საქართველოში, რომ რუსეთი არ დასხმია თავს საქართველოს 2008 წელს. რუსეთი არ ყოფილა, ვინც თავს დაესხა უკრაინას 2014 და 2022 წლებში, ეს არის „გლობალური ომის პარტია“, ეს ჩვენ ვართ. ეს ვენეციის კომისიაა, რომელმაც თქვა, რომ კანონი სისულელეა და საერთოდ არაა კანონი. ეს ყველა ჩვენგანი ვართ, ვისაც გვსურს, ვიხილოთ საქართველო აყვავებული, თავისუფალი, ევროპული. ჩვენ ვართ ომის პარტია, პუტინი კი დიდებულია, რადგან პუტინი ივანიშვილის ნამდვილი მეგობარია. ეს არის რეალობა, რომელიც დღეს გვაქვს.

ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. დიახ, ჩვენ შეგვიძლია, იქ წავიდეთ. პრეზიდენტო, თქვენ არ უნდა წახვიდეთ იქ მარტო ან მხოლოდ გენერალურ მდივანთან, გენერალური მდივნის მოადგილესთან ერთად. წაგვიყვანეთ ყველა თქვენთან ერთად - კომიტეტის ყველა წევრი, საიდანაც, ვფიქრობ, ბევრი ჩვენგანი მზადაა, წამოვიდეს, რათა ვისაუბროთ, რომ ქართველი ხალხი ამას იმსახურებს.

შემდეგში - სანქციები, შემდეგში - ძალა. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ივანიშვილს და ე.წ. "ქართულ ოცნებას", რადგან ის, სამწუხაროდ, არ არის ქართული, უფრო მეტად ის რუსულ ოცნებას ჰგავს, რომ მიუღებელია, რასაც აკეთებენ და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს. და ახლა, მე მინდა, მივმართო ქართველ ხალხს - ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო ძმებო, საქართველოს გაუმარჯოს, ქართველებო იბრძოლეთ თავისუფლებისთვის. დიდება საქართველოს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S