Accentnews.ge
პეტერ ფიშერი: გერმანია მტკიცედ დგას მათ მხარეს, ვინც თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოს ერთგულია

პეტერ ფიშერი: გერმანია მტკიცედ დგას მათ მხარეს, ვინც თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოს ერთგულია

26/05/2024 06:38:40 პოლიტიკა

გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ელჩმა პოსტი სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვენა.

,,ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. 1918 წლის 26 მაისს ქართველმა ხალხმა აირჩია დამოუკიდებლობა და დემოკრატია ისტორიული აქტით. მაშინ, ისევე, როგორც ახლა გერმანია მტკიცედ დგას მათ მხარეს, ვინც თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოს ერთგულია“, – წერს გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი.

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი.“

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა.

საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S