ლუკაშენკომ დამოუკიდებლობის დღე ქართველ ხალხს მიულოცა
26/05/2024 10:38:28 პოლიტიკა
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ დამოუკიდებლობის დღე ქართველ ხალხს მიულოცა. მის მისალოც წერილში, რომელსაც ბელარუსის პრეზიდენტის ოფიციალური ვებ–გვერდი აქვეყნებს, საქართველოს პრეზიდენტი ნახსენები არ არის.
"პრეზიდენტმა ლუკაშენკომ პირადად და ბელარუსი ხალხის სახელით ეროვნული დღესასწაული - დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ქართველ ხალხს. ბელარუსისა და საქართველოს ხალხებს უხსოვარი დროიდან აერთიანებთ იდენტური ღირებულებები, რომლებიც დაფუძნებულია ქრისტიანულ ტრადიციებზე, სამშობლოს ჭეშმარიტ სიყვარულსა და საკუთარ მიწაზე ცხოვრებისა და მოღვაწეობის ძლიერ სურვილზე. სულიერი სიახლოვე, ურთიერთგაგების გრძნობა, კეთილგანწყობა და გულწრფელობა თანამედროვე ურთიერთობებში, დაეხმარება ორ ქვეყანას უახლოეს მომავალში აღდგინონ ურთიერთობა ყველა სფეროში. დარწმუნებული ვარ, რომ სამოქალაქო საზოგადოების პოლიტიკური სიმწიფე, ცხოვრებისეული სიბრძნე, ქართველი ხალხის ურყევი ნება და რაც მთავარია, ჩვენს საერთო რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების ინტერესი წარმატებით გადაგალახინებთ ყველა არსებულ წინააღმდეგობას. პრეზიდენტმა ქართველ ხალხს მშვიდობა, გამძლეობა და გამბედაობა უსურვა თავისი სახელმწიფოებრიობის გასაძლიერებლად", – ნათქვამია მისალოც წერილში.
2019-2022 წლებში ლუკაშენკომ საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. 2019 წელს სალომე ზურაბიშვილი მინსკს ეწვია. თუმცა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ზურაბიშვილმა გააკრიტიკა ლუკაშენკო, მათ შორის რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მხარდაჭერისთვის და ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლისთვის და დე ფაქტო ლიდერ ასლან ბჟანიასთან შეხვედრისთვის.


