კიევი: უკრაინა და საქართველო ერთად დგანან საერთო ღირებულებების და ევროპული მომავლის სადარაჯოზე
26/05/2024 11:54:53 პოლიტიკა
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
"უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ერთიანობასა და კეთილდღეობას უსურვებს. უკრაინა და საქართველო ერთად დგანან საერთო ღირებულებების - თავისუფლების, დემოკრატიისა და მშვიდობიანი და ევროპული მომავლის სადარაჯოზე“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.


