"ნაციონალური მოძრაობა” პრეზიდენტის მიერ ინიციირებულ “ქართულ ქარტიას" უერთდება
26/05/2024 19:37:54 პოლიტიკა
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პრეზიდენტის მიერ ინიციირებულ “ქართულ ქარტიას" უერთდება.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მიესალმება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ახალ ინიციატივას, რომლის მიზანსაც ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული გადასადგმელი ნაბიჯებისა და რეფორმების შესახებ პროდასავლური პარტიების საერთო ხედვის ჩამოყალიბება წარმოადგენს.
შესაბამისად, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” უერთდება პრეზიდენტის მიერ ინიციირებულ “ქართულ ქარტიას" - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა - "ქართული ქარტია" წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა.
რა წერია "ქართულ ქარტიაში", რომლის ირგვლივაც პრეზიდენტი პოლიტიკურ პარტიებს შეჯერებას სთავაზობს


