"ნატო-ს მოკავშირეები აშშ-ის გვერდით დგანან"
06/01/2020 20:08:52 მსოფლიო
ირანის საკითხთან დაკავშირებით ნატო-ს მოკავშირეები აშშ-ის გვერდით დგანან – განაცხადა „როიტერის“ ინფორმაციით, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
იენს სტოლტენბერგის თქმით, არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, მოკავშირეები დეესკალიციას ემხრობიან, რადგან ახალი კონფლიქტი არავის ინტერესში არ არის.
ნატო-ს წევრებმა ირანის და ერაყის საკითხზე შეხვედრა გამართეს, სადაც აშშ-მა ნატო-ს წევრებს ირანელი გენერლის ლიკვიდაციის ოპერაციაზე მიაწოდა ინფორმაცია.
„ჩვენ ერთიანი პოზიცია გვაქვს და ვგმობთ ირანის მიერ სხვადასხვა ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერას. მოკავშირეები თავშეკავებას და დეესკალაციას ემხრობიან. ახალი კონფლიქტი არავის ინტერესში არ არის. ამიტომ ირანმა თავი უნდა შეიკავოს შემდგომი ძალადობისა და პროვოკაციებისგან“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.


