ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი: ქართველო ხალხო, ჩვენ გხედავთ
27/05/2024 13:49:30 პოლიტიკა
ქართველო ხალხო, ჩვენ გხედავთ, - ასე ეხმიანება ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი კატრინ გერინგ-ეკარდი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს "აგენტების კანონის" წინააღმდეგ გამარულ მორიგ მასშტაბურ აქციას.
„ქართველო ხალხო, ჩვენ გხედავთ, დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის თქვენს ბრძოლას ვხედავთ!“ - წერს კატრინ გერინგ-ეკარდი X-ზე.
თვეზე მეტია, ქვეყანაში მასშტაბური პროტესტია "აგენტების კანონის" წინააღმდეგ. 26 მაისს მოქალაქეებმა მსვლელობა გამართეს ჭავჭავაძის გამზირზე.


