Accentnews.ge
28 მაისს, 17:00 საათზე პარლამენტის წინ "აგენტების კანონის" წინააღმდეგ აქცია გაიმართება

28 მაისს, 17:00 საათზე პარლამენტის წინ "აგენტების კანონის" წინააღმდეგ აქცია გაიმართება

27/05/2024 14:08:12 პოლიტიკა

სამშაბათს, 28 მაისს, 17:00 საათზე პარლამენტის წინ "აგენტების კანონის" წინააღმდეგ აქცია გაიმართება.

"ხვალ, 28 მაისს, საქართველოს პარლამენტი რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას შეეცდება. ყველა ის დეპუტატი, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს მხარს უჭერს, ვეტოს დაძლევის წინააღმდეგ საკუთარ პოზიციასა და ქართველი ხალხის ინტერესს პარლამენტში დაიცავს.

ჩვენ ვიკრიბებით პარლამენტთან, რათა ჩვენი ხმა გარედან გავაგონოთ მათ, ვინც საქართველოს მომავლის დანგრევას ცდილობს. ხმამაღლა ვუთხრათ, რომ ქართველი ხალხი რუსული კანონით არ იცხოვრებს. კი ევროპას! არა რუსულ კანონს!". - წერენ აქციის ორგანიზატორები.

28 მაისს, 12:00 საათზე პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც "აგენტების კანონზე" პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S