Accentnews.ge
აშშ–მა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ქვეყანაში შესვლაზე უარი განუცხადა

აშშ–მა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ქვეყანაში შესვლაზე უარი განუცხადა

07/01/2020 07:24:01 მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მოჰამედ ჯავად ზარიფს აშშ-ის ვიზაზე უარი განუცხადეს. მინისტრი ვიზაზე უარის გამო ნიუ-იორკში დაგეგმილ გაერო–ს უშიშროების საბჭოს შეხვედრას ვეღარ დაესწრება.

ცნობილია, რომ ვაშინგტონს უცხოელი დიპლომატებისთვის ვიზის გაცემაზე უარის თქმა "უსაფრთხოების, ტერორიზმისა და საგარეო პოლიტიკის" მიზეზებით შეუძლია. საკითხთან დაკავშირებით​, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტსა და გაერო–ში ჯერ–ჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

ზარიფის ამერიკაში ვიზიტი ვაშინგტონსა და თეირანს შორის ურთიერთობის დაძაბვამდე იყო დაგეგმილი.

ცნობისთვის: შუა აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად მას შემდეგ გამწვავდა, რაც აშშ–ის მიერ ბადღადის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს ირანული ელიტური ქვედანაყოფის „ქუდსის ძალების“ ლიდერი გენერალ-მაიორი ქასემ სულეიმანი და ერაყელი საბრძოლო დაჯგუფების მეთაური აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი დაიღუპნენ.

პენტაგონის განცხადებით, ბადღადის საერთაშორისო აეროპორტზე სარაკეტო თავდასხმის ბრძანება პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა.

„ეს იყო გადამწყვეტი თავდაცვითი ღონისძიება, რათა დაგვეცვა საზღვარგარეთ მოსამსახურე ამერიკელი პერსონალი. გენერალი სულეიმანი გეგმავდა თავდასხმებს ამერიკელ დიპლომატებზე ერაყში და მთელ რეგიონში", – აცხადებენ პენტაგონში.

ირანის უმაღლესი ლიდერის აითოლა ალი ხამენეისა და პრეზიდენტ ჰასან როუჰანის განცხადებით, ირანი „სასტიკად იძიებს შურს“ იმ „კრიმინალების წინააღმდეგ“, ვინც ბაღდადის აეროპორტში სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.

„ერაყის „სახალხო მობილიზაციის ძალები" მომხდარზე პასუხისმგებლობას "ამერიკელ და ებრაელ მტრებს" აკისრებს.

„ისრაელის არმიის რადიოს“ ცნობით, ირანიდან შესაძლო თავდასხმის გამო ისრაელის სამხედრო ძალები საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. მისივე ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა საგანგებო სხდომა მოიწვია. ამასთან, ქვეყნაში დაიხურა სირიის საზღვართან ახლოს მდებარე სათხილამურო კურორტი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S