Accentnews.ge
პრეზიდენტი: "ქართულ ქარტიას" და ახალ პოლიტიკურ მოდელს ბრიუსელში ჩვენს პარტნიორებს წარვუდგენ

პრეზიდენტი: "ქართულ ქარტიას" და ახალ პოლიტიკურ მოდელს ბრიუსელში ჩვენს პარტნიორებს წარვუდგენ

27/05/2024 19:17:27 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ სამოქმედო გეგმა "ქართულ ქარტიას" ბრიუსელში, პარტნიორებთან წარადგენს, რათა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი აღდგეს,– ამის შესახებ პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

"მე წარვადგენ "ქართულ ქარტიას" და ახალ პოლიტიკურ მოდელს ჩვენს პარტნიორებს ბრიუსელში, რათა აღდგეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და რაც შეიძლება მალე დაიწყოს მოლაპარაკებები.

მე მჯერა, რომ ქართველი ხალხი მზად არის გადადგას ახალი ნაბიჯი და დაჩქარებული ტემპებით შევიდეს ევროპაში!"- წერს პრეზიდენტი.

სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე შეკრებილებს გააცნო „ქართული ქარტია“ და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S