Accentnews.ge
"ვიცნობ ყველას, ვიცი როგორი ე.წ. ვაჟკაცები არიან. ყველაფერს მიეხედება"

"ვიცნობ ყველას, ვიცი როგორი ე.წ. ვაჟკაცები არიან. ყველაფერს მიეხედება"

07/01/2020 07:47:03 საზოგადოება

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა რიგი განცხადებები პატრიარქის წინააღმდეგ ბრძოლად შეაფასა და აღნიშნა, რომ ისინი "უჭკუოები" არიან.

მეუფე იაკობმა საპატრიარქოში არსებულ დაპირისპირებაზე, მეუფე პეტრე ცაავაზე და დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

„ვითომ სიმართლისთვის იბრძვიან და სინამდვილეში, იმ ადამიანს ჭკუა აქვს, ვინც ახლა პატრიარქს ბრძოლას გამოუცხადებს? ერთი გრამი ჭკუის ნატამალიც არ აქვს მას. დღეს არ მინდა ამ თემაზე საუბარი, ცოტა ხნით ქვეყნიდან გავდივარ, დავბრუნდები და ეს საკითხი მოსაკითხია, აბა რა იციან, რა უნდათ და რას იძახიან. ერთია, რას იძახი და მეორე, რას ამტკიცებ.ზოგი ღვთის შვილი ღმერთის გზას მიყვება,ზოგი სამწუხაროდ აცდენლია.ღმერთმა უშველოს ყველას. ვისურვებდი, ცოტა მეტად იფიქრონ. როდესაც გვყავს მამა და შეურაცხყოფენ მას.ტყუილად შეურაცხყოფენ, მის გვერდით ვარ ამდენი წელია და ჩემზე მეტს რას ხედავენ, სად და ვისთან ერთად დადიან გადახედონ. პასუხი უნდა მიიღონ, რაც ეკუთვნით, რჯულის კანონს იძახიან, მიიღებენ რჯულის კანონით, ოდნავი კაცობა რომ ჰქონდეთ, ასე არ მოიქცეოდნენ. ვიცნობ ყველას, ვიცი როგორი ე.წ. ვაჟკაცები არიან. ყველაფერს მიეხედება, მთავარია, არ შეგეშინდეთ. თქვან, რა იციან, ბოლომდე ამოიღონ ხმა, სიმართლესაც ვნახავთ, ერთმანეთს რატომ იცავენ. რა ცოდვამ დააკავშირათ ერთმანეთს, მაგასაც გაჩვენებთ, ნუ გონიათ, ბოლომდე ჩუმად ვიქნები. ღმერთს შევთხოვ, ვიღაცები გონებაზე მოიყვანოს. უწმინდესის აუგად ხსენებას არათუ ეკლესიაში აღარ მოვუთმენთ ერთმანეთს, არამედ გარეთ პასუხს მოვთხოვთ“ ,- განაცხადა მეუფე იაკობმა.

ბოდბელმა ეპისკოპოსმა, დეკანოზის გათავისუფლების საკითხზე განმარტა, რომ პრეიდენტმა პატრიარქის და საპატრიარქოს შეთავაზება არ გაითვალისწინა.

ბოდბის ეპარქიის ეპისკოპოსს მიაჩნია, რომ დეკანოზი თუ მართალი იქნებოდა, მას ციხეში არ დატოვებდნ .

„ოდნავ მართალი ყოფილოყო, პატრიარქი დაუდგებოდა და მეც დავუდგებოდი გვერდით“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა უახლოეს პერიოდში წმინდა სინოდის სხდომის ჩანიშვნა, განაცხადა, რომ თუ გაიმართება, მეუფე პეტრეს საკითხს განიხილავენ.

ამასთან, მეუფე იაკობმა,პირობა დადო, რომ პატრიარქის შერაცხყოფის გამო, ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტ პეტრე ცაავას პასუხი მოეთხოვება გაჟღერებულ ბრალდებებზე.

„პეტრე რომ გამოდის და ზედმეტებს ლაპარაკობს, ალბათ მოუწევს მაგაზე პასუხი, ალბათ კი არა მოუწევს და ვაგებინებ პასუხს“ ,- განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S