Accentnews.ge
პენტაგონი ირანთან დაძაბულობის ფონზე ინდოეთის ოკეანეში ექვს ბომბდამშენს გზავნის

პენტაგონი ირანთან დაძაბულობის ფონზე ინდოეთის ოკეანეში ექვს ბომბდამშენს გზავნის

07/01/2020 08:25:41 მსოფლიო

პენტაგონი ინდოეთის ოკეანეში, იმ ტერიტორიულ წყლებში, რომელიც დიდი ბრიტანეთის მიერ კონტროლდება, ექვს B-52-ის ტიპის ბომბდამშენს აგზავნის,– იუწყება CNN აშშ-ის თავდაცვის ოფიციალური პირზე დაყრდნობით.

ამავე წყაროს ცნობით, საჰაერო ხომალდები ბრძანებისთანავე შეძლებენ ირანის წინააღმდეგ ოპერაციების განხორციელებას.

ამასთან, როგორც წყარო განმარტავს, ბომბდამშენების გაგზავნა არ ნიშნავს იმას, რომ სამხედრო მოქმედებების ბრძანება გაიცა.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, მას შემდეგ რაც ირანთან დაძაბულობამ იმატა, აშშ-მა კიდევ დამატებით 6 ამავე ტიპის ბომბდამშენი ყატარში გააგზავნა.

შეგახსენებთ, ამერიკასა და ირანს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც 3 იანვარს, აშშ-მა ერაყის დედაქალაქის აეროპორტზე თავდასხმა განახორციელა, რა დროსაც, სხვა სამხედრო მეთაურებთან ერთად, ირანელი გენერალი, „ყუდსის ძალების“ ხელმძღვანელი ყასემ სოლეიმანი დაიღუპა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S