გიორგი ვაშაძეს ირმა ზავრადაშვილმა წყალი შეასხა
28/05/2024 14:27:10 პოლიტიკა
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს გიორგი ვაშაძეს "ქართული ოცნების" წევრმა დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა წყალი შეასხა. ვაშაძე ტრიბუნიდან "აგენტების კანონზე" აკეთებდა განცხადებას, რა დროსაც მასთან მოულოდნელად ზავრადაშვილი მიიჭრა და სახეში წყალი შეასხა.
"ყოჩაღ, ეგა ხართ. არა უშავს. ეს არის ველურობამდე მოსული მოღალატეების გზა. ეს არის სწორედ ის ღალატის გზა, რომელსაც თქვენ ყველანი ადგახართ. ეს წყალი მე არაფერს არ მიზამს და არც ქართველ ხალხს არ უზამს არაფერს თქვენს მიერ არჩეული ღალატის გზა იმიტომ, რომ ერთიან და ძლიერ საქართველოს ვერ დააჩოქებს ვერც ერთ ბოროტი ადამიანი, რაც არ უნდა მდიდარი იყოს", – განაცხადა ვაშაძემ.


