ავსტრალიაში აქლემებს დახოცავენ
07/01/2020 11:10:50 მსოფლიო
ავსტრალიაში 10 000 აქლემს დახოცავენ, – იუწყება უცხოური მედია. მიზეზად ოფიციალური პირები ხანძრებს და გვალვას ასახელებენ, რის გამოც აქლემები ბევრ წყალს სვამენ და ადგილობრი მოსახლეობაში ქაოსს იწვევენ.
მოქალაქეების თქმით, აქლემები მათ ეზოებში უვარდებიან და წყლის დალევას კონდიციონერებიდან ცდილობენ.
როგორც ავსტრალიური მედია წერს, აქლემების დასახოცად ვერტმფრენებს გააგზავნიან. სულ ხუთ დღეში 10 000 აქლემის დახოცვა იგეგმება. მათ ცხედრებს კი დაწვავენ.
აქლემების დახოცვის კიდევ ერთ მიზეზად სათბურის აირების გამოყოფა სახელდება. ექსპერტების შეფასებით, აქლემები წელიწადში ერთ ტონამდე ნახშირორჟანს გამოყოფენ.
ავსტრალიის სამ რეგიონში 1 მილიონი აქლემი ბინადრობს. ცხოველების ეს რაოდენობა ჰაერს წელიწადში 400 000 მანქანის მსგავსად აბინძურებს.


