ისლანდიის საგარეო: მთავრობამ ფაქტობრივად გადაწყვიტა, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია შეაჩეროს
29/05/2024 06:35:42 პოლიტიკა
ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი საქართველოს პარლამენტის მიერ „აგენტების კანონზე" პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ეხმიანება და ამბობს, რომ მთავრობამ ფაქტობრივად გადაწყვიტა, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია შეაჩეროს.
„ქართველ ხალხს თვალები ევროპული მომავლისკენ ჰქონდა მიპყრობილი, რომელიც ახლა მთავრობამ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღებით საფრთხის ქვეშ დააყენა. ვწუხვარ, რომ მთავრობამ ფაქტობრივად გადაწყვიტა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია შეაჩეროს“, - წერს თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი X-ზე.
საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84 ხმით დაუჭირეს მხარი.


