Accentnews.ge
თეთრი სახლი – „აგენტების კანონზე": იმედგაცრუებული ვართ

თეთრი სახლი – „აგენტების კანონზე": იმედგაცრუებული ვართ

29/05/2024 07:09:21 პოლიტიკა

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ანტიდემოკრატიული უწოდეს „აგენტების კანონს”.

თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა 28 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა იმედგაცრუებული არიან საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოეთის აგენტების” ანტიდემოკრატიულ კანონზე ვეტოს დაძლევით.

მან ხაზი გაუსვა ამ კანონით გამოწვეულ მასშტაბურ პროტესტს და იმას, რომ ბევრმა ქართველმა თავისი პოზიცია ძალიან მკაფიოდ გამოხატა.

თეთრი სახლის პრესმდივნის თქმით, კანონი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისგან მოითხოვს უცხოური მთავრობის აგენტებად დარეგისტრირებას, თუ უცხოეთიდან მათი დაფინანსება 20 პროცენტს აღემატება და მაშინ, როცა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დემოკრატიის შენარჩუნებაში, ასეთი ტვირთის შექმნა ძირს უთხრის ამ შესაძლებლობას.

როგორც კარინ ჟან-პიერმა თქვა, სამოქალაქო საზოგადოებას ავტორიტარული მთავრობები ახშობენ: „ეს არის ინსტრუმენტი განსხვავებული აზრის ჩასახშობად. ეს არ არის ის, რასაც დემოკრატიები აკეთებენ”.

„ჩვენ ვნახეთ, რომ ათიათასობით ქართველი აპროტესტებდა ამ კანონპროექტს გასულ კვირას, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროტესტი საქართველოს ისტორიაში და ვიცით, რომ ბევრმა ქართველმა ნათლად გამოხატა თავისი წინააღმდეგობა. ეს კანონმდებლობა მოითხოვს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დარეგისტრირდნენ უცხოური მთავრობის აგენტებად, უბრალოდ დაფინანსების 20%-ის უცხოეთიდან მიღების გამო. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დემოკრატიის შენარჩუნებაში და ამ ტვირთის შექმნა ძირს უთხრის მათ ამის შესაძლებლობას. სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობა არის ის, რასაც აკეთებენ ავტორიტარული მთავრობები და ეს არის იარაღი და ტაქტიკა განსხვავებული აზრის ჩასახშობად. ეს არ არის ის, რასაც დემოკრატიები აკეთებენ, ასე რომ, ჩვენ იმედგაცრუებული ვართ იმის ხილვით, რაც მოხდა“, - აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S