"ოცნების" წევრი: პირობას ვასრულებ, ვტოვებ პარტიას და თანამდებობას
29/05/2024 08:02:24 პოლიტიკა
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, პარტია "ქართული ოცნების" წევრი ლევან ბერძენაშვილი "აგენტების კანონის" მიღების გამო პარტიას და საკრებულოში დაკავებულ თანამდებობას დატოვებს.
ბერძენაშვილი წარმომადგენლობით ორგანოში სამანდატო, საპროცედურო და იურიდიული საკითხთა კომისიას ხელმძღვანელობს.
როგორც ლევან ბერძენაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, მიმდინარე წლის 10 ივნისამდე შვებულებაშია, საკრებულოში დაბრუნებისთანავე კი "ქართულ ოცნებას“ და საკრებულოში თანამდებობას დატოვებს:
„მე რაც ვთქვი, ჩემს სიტყვას ბოლომდე შევასრულებ. ეს არის პროტესტი კანონზე, რომელიც პარლამენტმა მიიღო“.
ბერძენაშვილმა მიმდინარე წლის 26 აპრილს საკრებულოს სხდომაზე თქვა, რომ თუ მმართველი გუნდი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს" უკან არ გაიწვევდა, დატოვებდა პარტიას და თანამდებობას.


