ავსტრიის საგარეო – ვეტოს დაძლევაზე: ეს არასწორი მიმართულებით საგანგაშო ნაბიჯია!
29/05/2024 08:07:28 პოლიტიკა
ეს ევროპული მომავლის შესახებ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილს ეწინააღმდეგება, - ასე გამოეხმაურა ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტის მიერ „აგენტების კანონზე" პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.
ავტრსიის საგარეო უწყებამ გადაწყვეტილებას არასწორი მიმართულებით გადადგმული საგანგაშო ნაბიჯი უწოდა.
„ღრმად ვწუხვართ, საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საბოლოო მიღების გამო. ეს არასწორი მიმართულებით საგანგაშო ნაბიჯია! ეს ევროპული მომავლის შესახებ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილს ეწინააღმდეგება“, - წერს ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე.


