ზარქუა – არასამთავრობოებზე: გააგრძელონ დაუმორჩილებლობა და ბიუჯეტი შეივსება
29/05/2024 09:38:41 პოლიტიკა
გამჭვირვალობის კანონი ითვალისწინებს ჯარიმებს, პირველ ჯერზე 25 ათასი ლარია, შემდეგ 20 ათასი, გააგრძელონ და ბიუჯეტი შეივსება, რითაც კიდევ უფრო მეტ სოციალურ მიმართულებას დავაფინანსებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
„კანონი მიღებულია, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმებს. პირველ ჯერზე 25 ათასი ლარია ჯარიმა, შემდეგ 20 ათასი. გააგრძელონ დაუმორჩილებლობა და ბიუჯეტი შეივსება, რითაც კიდევ უფრო მეტ სოციალურ მიმართულებას დავაფინანსებთ, უფრო მეტ ინფრასტრუქტურას განვავითარებთ. ეს მხოლოდ კარგია. ვინც კონსტიტუციურ ჩარჩოს მოერგება, მუშაობას ჩვეულებრივად გააგრძელებს, ვინც არა, დაჯარიმდება“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
პარლამენტმა "აგენტების კანონზე" პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ "არ დაემორჩილებიან რუსულ კანონს".


