საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომებს კვლავ პოლიტიკური ბოიკოტი გამოუცხადა
29/05/2024 09:44:57 პოლიტიკა
საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომებს კვლავ პოლიტიკური ბოიკოტი გამოუცხადა.
პარლამენტის ბიურომ ბოიკოტის გამოცხადების თაობაზე ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების - “საქართველოსთვის“ და “თავისუფლების“, ასევე უფრაქციო დეპუტატების: არმაზ ახვლედიანის, თამარ ჩარკვიანის, თამარ კორძაიას მიმართვები ცნობად მიიღო.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კი ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ოპოზიციამ ევროკავშირის რეკომენდაციების ფარგლებში მომზადებული კანონპროექტების განხილვას გამოუცხადეს ბოიკოტი.
პარლამენტმა "აგენტების კანონზე" პრეზიდენტის ვეტო დაძლია მიუხედავად ორთვიანი მასშტაბური პროტესტისა და პარტნიორების კრიტიკისა.


