პარლამენტი „ოფშორების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
29/05/2024 10:22:11 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტი „ოფშორების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს.
სალომე ზურაბიშვილის შეფასებით:
- ეს საკანონმდებლო ცვლილებები სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების შემცველია;
- მიუღებელი და დაუშვებელია კანონის დაჩქარებული წესით მიღება;
- ეს კანონი დისკრიმინაციულ გარემოს ქმნის ინვესტორებისა და მათი ინვესტიციებისთვის;
- მნიშვნელოვანია, არ შეიქმნას ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით კანონისთვის გვერდის ავლის რისკი;
- კანონში წარმოდგენილი არ იყო ფინანსური დასაბუთება.
ცნობისთვის: ოპოზიცია კანონის დაჩქარებული წესით მიღებას მმართველი პარტიის ლიდერის - ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს უკავშირებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მონაცემებით, 2021 წლისთვის ივანიშვილი 20 ოფშორულ კომპანიას ფლობდა. ორგანიზაციის შეფასებით, შესაძლებელია, ოფშორებთან დაკავშირებული ცვლილებები ბიძინა ივანიშვილის ინტერესები იყოს, თუმცა ეს ასევე გაზრდის საქართველოში კრიმინალური და რუსული წარმომავლობის კაპიტალის შემოსვლის რისკს.


