Accentnews.ge
კალასი: მინისტრი საქართველოში ქართველი ხალხის მიმართ სოლიდარობის გამოსახატად ჩავიდნენ და ვფიქრობ, ეს სწორია

კალასი: მინისტრი საქართველოში ქართველი ხალხის მიმართ სოლიდარობის გამოსახატად ჩავიდნენ და ვფიქრობ, ეს სწორია

29/05/2024 16:33:10 პოლიტიკა

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი აცხადებს, რომ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, მარგუს ცაჰკნას საქართველოში აქციაზე გამოსვლის საკითხი მთავრობასთან წინასწარ არ განუხილავს.

„განიხილა თუ არა საგარეო საქმეთა მინისტრმა საპროტესტო აქციაზე დასწრება? არა, არ განუხილავს ეს საკითხი, მაგრამ, ცხადია, რომ იმ მომენტიდან, როდესაც ჩვენ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივანიჭეთ, გარკვეული ნაბიჯები, რომლებსაც ისინი რეფორმებთან მიმართებაში იღებენ, არასწორი მიმართულებით მიდის. ეს აღარ არის შიდა ქართული საკითხი. აქ, რეალურად, მთელი ევროკავშირის სანდოობა დევს სასწორზე.

მე არ განვსჯი ამ პერფორმანსს. რა თქმა უნდა, სტილი თითოეული ადამიანის გადასაწყვეტია, მაგრამ ფაქტი, რომ ბალტიისპირეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდნენ საქართველოში ქართველი ხალხის მიმართ სოლიდარობის გამოსახატად, ვფიქრობ, ეს სწორია, რომ ვაჩვენოთ, ევროპა ქართველი ხალხის არჩევანის მხარეს არის“, – უპასუხა კალასმა დეპუტატ ლაური ლაატსის შეკითხვას, რომელიც საკითხით დაინტერესდა. კერძოდ, მან იკითხა: „მარგუს ცაჰკნამ მონაწილეობა მიიღო საქართველოში გამართულ დემონსტრაციაში. წარმოვიდგინოთ ვითარება, რომ სხვა ქვეყნის, მაგალითად, საქართველოს ან ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვიდა ჩვენთან, კაია კალასის მთავრობის საწინააღმდეგო მიტინგზე. როგორი იქნებოდა თქვენი რეაქცია? ასევე მაინტერესებს, ეს შეთანხმებული იყო თუ არა მთავრობასთან?“

ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს 15 მაისს სიტყვით მიმართეს პოლიტიკოსებთან შეხვედრების შემდეგ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S