Accentnews.ge
ირანელი გენერლის დაკრძალვის ცერემონიაზე ჭყლეტაში დაღუპულთა რაოდენობა 56–მდე გაიზარდა, დაშავებულია 200–ზე მეტი მგლოვიარე

ირანელი გენერლის დაკრძალვის ცერემონიაზე ჭყლეტაში დაღუპულთა რაოდენობა 56–მდე გაიზარდა, დაშავებულია 200–ზე მეტი მგლოვიარე

07/01/2020 15:01:05 მსოფლიო

ირანელი გენერალ–მაიორის ქასემ სულეიმანის დაკრძალვის ცერემონიაზე ჭყლეტაში დაღუპულთა რაოდენობა 56–მდე გაიზარდა, დაშავებულია 200–ზე მეტი მგლოვიარე, – იუწყება ირანის სახელმწიფო ტელევიზია.

ქასემ სულეიმანის დაკრძალვის ცერემონია გუშინ დაიწყო, თუმცა მისი დაკრძალვა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

გუშინ ქასემ სულეიმანის დაკრძალვის ცერემონია თეირანიდან დაიწყო და გენერალი მშობლიურ ქალაქ ქერმანში გადაასვენეს, სადაც დღეს უნდა დაეკრძალათ. თუმცა, ირანული მედიის ცნობით, დაკრძალვა გადაიდო, რადგან ხალხმრავლობის გამო სამგლოვიარო პროცესიას, სულ მცირე, 35 მგლოვიარე ემსხვერპლა და 48 კი დაშავდა.

როდის გაიმართება მისი დაკრძალვის ცერემონია ჯერ–ჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ქასემ სულეიმანის დაკრძალვის ცერემონიას მილიონზე მეტი ადამიანი ესწრებოდა.

ცნობისთვის: შუა აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად მას შემდეგ გამწვავდა, რაც აშშ–ის მიერ ბადღადის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს ირანული ელიტური ქვედანაყოფის „ქუდსის ძალების“ ლიდერი გენერალ-მაიორი ქასემ სულეიმანი და ერაყელი საბრძოლო დაჯგუფების მეთაური აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი დაიღუპნენ.

პენტაგონის განცხადებით, ბადღადის საერთაშორისო აეროპორტზე სარაკეტო თავდასხმის ბრძანება პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა.

„ეს იყო გადამწყვეტი თავდაცვითი ღონისძიება, რათა დაგვეცვა საზღვარგარეთ მოსამსახურე ამერიკელი პერსონალი. გენერალი სულეიმანი გეგმავდა თავდასხმებს ამერიკელ დიპლომატებზე ერაყში და მთელ რეგიონში", – აცხადებენ პენტაგონში.

ირანის უმაღლესი ლიდერის აითოლა ალი ხამენეისა და პრეზიდენტ ჰასან როუჰანის განცხადებით, ირანი „სასტიკად იძიებს შურს“ იმ „კრიმინალების წინააღმდეგ“, ვინც ბაღდადის აეროპორტში სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.

„ერაყის „სახალხო მობილიზაციის ძალები" მომხდარზე პასუხისმგებლობას "ამერიკელ და ებრაელ მტრებს" აკისრებს.

„ისრაელის არმიის რადიოს“ ცნობით, ირანიდან შესაძლო თავდასხმის გამო ისრაელის სამხედრო ძალები საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. მისივე ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა საგანგებო სხდომა მოიწვია. ამასთან, ქვეყნაში დაიხურა სირიის საზღვართან ახლოს მდებარე სათხილამურო კურორტი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S