Accentnews.ge
ხვიჩია – პრეზიდენტს: ახალი კონსტიტუციის ტექსტზე სამუშაო გარემო შექმნას და პარტიები შეითანხმოს, როგორ შეიძლება ჩანაცვლდეს ხელისუფლების ერთპიროვნული მმართველობა

ხვიჩია – პრეზიდენტს: ახალი კონსტიტუციის ტექსტზე სამუშაო გარემო შექმნას და პარტიები შეითანხმოს, როგორ შეიძლება ჩანაცვლდეს ხელისუფლების ერთპიროვნული მმართველობა

30/05/2024 07:28:59 პოლიტიკა

“გირჩის” ერთ–ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია პრეზიდენტს მიმართავს, ახალი კონსტიტუციის ტექსტზე სამუშაოდ გარემო შექმნას და ეცადოს, პარტიები შეითანხმოს, როგორ შეიძლება მოხდეს ხელისუფლების ერთპიროვნული მმართველობის ჩანაცვლება, რომ "ეს პრობლემა აღარ დადგეს". ამის შესახებ მან სალომე ზურაბიშვილის ახალ ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

ხვიჩიას აზრით, რეფერენდუმის ჩატარება არარეალისტურია, ვინაიდან “ქართული ოცნების” თანხმობაა საჭირო:

“პრეზიდენტს შეიძლება ჰქონდეს იმისი ინტერესი, აჩვენოს, რომ „ქართული ოცნება” თანახმა არ არის ასეთ რეფერენდუმზე, მაგრამ რეალისტურობა ძალიან საეჭვოა, რადგან არ მგონია, რომ “ქართული ოცნება” ამ რეფერენდუმს ჩაატარებს.

ჩემი აზრით, ჩვენ ახალი კონსტიტუციის შექმნაზე უნდა დავიწყოთ მუშაობა. კონსტიტუციაში ეს მართლაც წერია, მაგრამ ეს “ქართული ოცნების” მიერ ერთპიროვნულად მიღებული და ამავე “ოცნების” მიერ ერთპიროვნულად დარღვეული კონსტიტუცია. ახლა მთელი ოპოზიციური სპექტრი ახალ კონსტიტუციაზე უნდა მუშაობდეს”, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ამავე თემაზე საუბრისას ხვიჩიამ აღნიშნა, რომ ბევრად უფრო გასაგები იქნებოდა, რომ პრეზიდენტი ამზადებდეს არა უკვე მზა დოკუმენტებს, არამედ სამუშაო სივრცეს:

“მზა დოკუმენტები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ჩართულობით უნდა მზადდებოდეს. სხვა შემთხვევაში რაღაცის სიურპრიზად გამოგდება, სადაც რაღაც მოგწონს ან არ მოგწონს, ჩემი აზრით, მაინც მცდარია".

პრეზიდენტი მზადაა, ხელმოწერების შეგროვების და მისთვის წარდგენის შემთხვევაში, რეფერენდუმი დანიშნოს საკითხზე: „გვინდა ევროპული მომავალი, თუ რუსული მონობა“. ამ ინიციატივას აზრთასხვადასხვაობა მოჰყვა. არის მოსაზრება, რომ შესაძლო გაყალბების რისკის პირობებში მსგავსი ინიციატივის განხორციელება სარისკოა და რომ საკითხზე საქართველოს მოსახლეობამ უკვე დააფიქსირა საკუთარი მოსაზრება წლების წინ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S