Accentnews.ge
ონის მერია - Fair Trees Fund-ზე: პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებაა

ონის მერია - Fair Trees Fund-ზე: პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებაა

30/05/2024 08:45:32 პოლიტიკა

ონის მერია ეხმაურება ფონდი „ფეა თრიიზის“ განცხადებას, ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის გახსნის პროექტის შეჩერების შესახებ.

ონის მერიაში აცხადებენ, რომ „ფეა თრიიზის“ განცხადება „სპეკულაციურია და არასწორ ინფორმაციას შეიცავს“.

„კერძოდ, ფონდის იდეა მოიცავდა ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 2-დან 18 წლამდე ბავშვებისა და მოზარდებისთვის მხოლოდ და მხოლოდ სტომატოლოგიური მომსახურების გაწევას, რისთვის საჭირო სივრცის კეთილმოწყობა და შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა ონის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო.

შესაბამისად, კლინიკის გახსნის პროექტის შეჩერებაზე ფონდის მხრიდან საუბარი ტყუილი და იაფფასიანი სპეკულაციაა. ის ფაქტი კი, რომ ფონდმა გამოგონილი საბაბით უარი თქვა ერთადერთი ვალდებულების შესრულებაზე, რომლის ინიციატორიც თავად იყო და რომელიც მხოლოდ პროფესიული მომსახურების გაწევას გულისხმობდა, სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ფონდმა „ფეა თრიიზმა“ სოციალურ ქსელში გუშინ, 29 მაისს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის გახსნის პროექტს აჩერებს, მიზეზად კი "აგენტების კანონს" ასახელებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S