Accentnews.ge
სტაჟიორთა რიცხოვნობის გაზრდის თაობაზე ინიციატივა დაამტკიცეს

სტაჟიორთა რიცხოვნობის გაზრდის თაობაზე ინიციატივა დაამტკიცეს

30/05/2024 12:02:51 პოლიტიკა

პარლამენტმა საჯარო დაწესებულებებში სტაჟიორთა რიცხოვნობის გაზრდის თაობაზე „ქართული ოცნების“ ინიციატივა დაამტკიცა.

ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, სტაჟიორთა რიცხოვნობა საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 10%-ს არ უნდა აღემატებოდეს. მიღებული ცვლილებებით 10%–იანი შეზღუდვა 20%-ით შეიცვალა.

გარდა ამისა, ანაზღაურებადი ხდება საჯარო დაწესებულებების სტაჟიორთა მივლინების ხარჯები.

ინიციატორთა მტკიცებით, სხვადასხვა საჯარო დაწესებულების მიერ გამოითქვა მოსაზრება სტაჟიორთა დადგენილი რიცხოვნობის გაზრდის თაობაზე და რომ ცალკეულ სამინისტროებსა და მათ კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს მიმდინარე წელს დაგეგმილი აქვთ პროგრამები, რომლებიც ახალგაზრდების მაღალ ჩართულობას ითვალისწინებს:

„განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით უახლოეს მომავალში მასშტაბური სტუდენტური ფესტივალი იწყება, რომელშიც დაახლოებით 20 000 სტუდენტი იქნება ჩართული. აღნიშნული ფესტივალი ყველა ავტორიზებული უნივერსიტეტის სტუდენტს შეეხება. ასევე, გაძლიერდება საბანაკე მიმართულება, იქნება საგრანტო პროექტები, თემატური ბანაკები. ყველა ეს კომპონენტი არის მცდელობა იმისა, რომ ეს სერვისი რაც შეიძლება მეტ სტუდენტს მისწვდეს და რაც შეიძლება მეტი სტუდენტი იყოს ჩართული".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S