Accentnews.ge
"მიმდინარეობს მსხვერპლისა და ზარალის შეფასება. ჯერ-ჯერობით ყველაფერი კარგადაა"

"მიმდინარეობს მსხვერპლისა და ზარალის შეფასება. ჯერ-ჯერობით ყველაფერი კარგადაა"

08/01/2020 05:35:46 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის მიერ ერაყში, აშშ-ის ბაზებზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ეხმიანება და აცხადებს, რომ "ჯერ-ჯერობით ყველაფერი კარგადაა".

„ყველაფერი კარგადაა, რაკეტები ირანიდან ერაყში მდებარე ორი სამხედრო ბაზის მიმართულებით გაუშვეს. მიმდინარეობს მსხვერპლისა და ზარალის შეფასება. ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა", - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ წუხელ ირანმა ერაყში მდებარე ორ ბაზაზე, სადაც კოალიციური ძალები არიან განთავსებული, სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ამერიკული მედიის ცნობით, ირანმა საკუთარი ტერიტორიიდან ერაყში მდებარე სამხედრო ბაზების მიმართულებით ათამდე ბალისტიკური რაკეტა ისროლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S