ირანული მედია – თეირანში ჩამოვარდნილი უკრაინული თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 170–ვე პირი დაიღუპა
08/01/2020 05:40:25 მსოფლიო
თეირანში ჩამოვარდნილი უკრაინული თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 170–ვე პირი დაიღუპა, – იუწყება ირანის სახელმწიფო ტელევიზია.
მისივე ცნობით, თვითმფრინავმა, რომელიც თეირანიდან კიევის მიმართულებით ასრულებდა რეისს, კატასტროფა იმამ ხომენეის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენიდან რამდენიმე წუთში განიცადა.
როგორც ირანული მედია იუწყება, ინციდენტის მიზეზი სავარაუდოდ, ტექნიკური გაუმართავობა გახდა.


