ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირება იყო
31/05/2024 09:45:44 პოლიტიკა
ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება იყო.
შელაპარაკება მოჰყვა უცნობი პირების მიერ "აგენტების კანონის" მოწინააღმდეგეებთან და მათ ოჯახის წევრებთან განხორციელებულ მუქარისა და შეურაცხყოფის შემცელ კამპანიურ ზარებს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამ საკითხზე გაამახვილეს ყურადღება და "ოცნება" დაადანაშაულეს კამპანიის ორგანიზებაში. აღნიშნულს მოჰყვა ჯერ შელაპარაკება, შემდეგ იყო ფიზიკური დაპირისპირების მცდელობა, თუმცა სიტუაცია საკრებულოს წევრებმა განმუხტეს.
"ჩვენ ვხსნიდით თუ რა ხდება დღეს ქვეყანაში, ხდება ის, რომ ქართული ოცნება გადმოვიდა შეტევაზე ძალიან ცუდი ფორმებით, რაც გამოიხატება შემდეგნაირად, გინებით, გუშინ ვნახეთ ფაქტები როცა კედლებზე დაგვიწერეს, პარტიული ოფისების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სახლში ადგებიან უკვე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ჩვენ. ყოველდღიურად ირეკება ჩვენ მშობლებთან, ბავშვებთან, მცირეწლოვან ბავშვებთან რეკავენ და აგინებენ, ეს ხომ მარაზმია, ყოველგვარ ზღვარს გადავიდნენ", - ამბობს დეპუტატი პარტია "ახალიდან" ბაჩი მექვაბიშვილი.


