Accentnews.ge
ბუჩუკური: ჩვენი პარტიის წევრების მიმართ მუქარის შემცველი ათობით ზარი განხორციელდა

ბუჩუკური: ჩვენი პარტიის წევრების მიმართ მუქარის შემცველი ათობით ზარი განხორციელდა

31/05/2024 10:23:35 პოლიტიკა

პარტია "საქართველოსთვის" წევრის ანა ბუჩუკურის განცხადებით, მისი, პარტიის სხვა წევრებისა და მათი ოჯახების მიმართ მუქარის შემცველი სატელეფონო ზარები განხორციელდა.

ისინი პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილსა და "ქართულ ოცნებას" აკისრებენ.

"რუსული კანონის მიღების შემდეგ, ხელისუფლებამ კანონის მოწინააღმდეგეებისა და მთავრობის კრიტიკოსების მიმართ, ორგანიზებული, სისტემური, ფსიქოლოგიური ძალადობა და ძალადობის შემცველი მუქარა ახალი ძალებით დაიწყო. გუშინ ძალადობის შემცველი მუქარები ჩვენი პარტიის დეპუტატების მიმართ განხორციელდა. მათ შორის, პირადად ჩემთან და ჩემს მშობელთან - ჩემთან დაკავშირებული მუქარით. ახალგაზრდებთან და ოჯახის წევრებთან.

განსხვავებული აზრისა და პოლიტიკური შეხედულებების გამო, ადამიანებს, მათ შორის ბავშვებს, ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან. ამ დრომდე, ჩვენი პარტიის წარმომადგენლების მიმართ მუქარის შემცველი ზარების ათეულობით ფაქტია დაფიქსირებული. ძალადობასა და ძალადობის შემცველ მუქარაზე პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას სრულად, პერსონალურად ბიძინა ივანიშვილსა და მის ქართულ ოცნებას ვაკისრებთ, რომლის ტექნიკური და მატერიალური მხარდაჭერისა და პირდაპირი მონაწილეობის გარეშე, ამ მასშტაბის ძალადობის ორგანიზება პრაქტიკულად შეუძლებელია. მუქარა არავის შეგვაშინებს იმ გზაზე, რასაც საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლა ჰქვია". - თქვა ბუჩუკურმა პარლამენტში გამართულ ბრიგინგზე.

ფაქტებზე რეაგირებისთვის სპეციალურ საგამოძიებო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურებსა და პროკურატურას მიმართავენ და მტკიცებებსაც გადასცემენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S