ერაყში აშშ–ის ბაზებზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ ნავთობისა და ოქროს ფასი რეკორდულად გაიზარდა
08/01/2020 05:50:53 მსოფლიო
ერაყში აშშ–ის ბაზებზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ ნავთობისა და ოქროს ფასი რეკორდულად გაიზარდა.
ოთხშაბათ დილის მონაცემებით, ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი 5%–ით გაიზარდა და ბარელზე 71.75 აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება აშშ–ის თხევადი ნავთობის ფასს, ის 4.7%–ით გაიზარდა და ბარელზე 65.65 აშშ დოლარი შეადგინა. ეს მონაცემები 2019 წლის სექტემბრის შემდეგ ყველაზე მაღალია.
Bloomberg-ის ინფორმაციით, 8 იანვარს პირველად 2013 წლის აპრილის შემდეგ, ოქროს ფასმა ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია. დღევანდელი მონაცემებით, ოქროს ფასმა უნციაზე 1,603.93 აშშ დოლარი შეადგინა.
ცნობისთვის: შუა აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად მას შემდეგ გამწვავდა, რაც აშშ–ის მიერ ბადღადის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს ირანული ელიტური ქვედანაყოფის „ქუდსის ძალების“ ლიდერი გენერალ-მაიორი ქასემ სულეიმანი და ერაყელი საბრძოლო დაჯგუფების მეთაური აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი დაიღუპნენ.
საპასუხოდ წუხელ ირანმა ერაყში დისლოცირებულ ორ ამერიკულ სამხედრო ობიექტზე სარაკეტო დარტყმები განახორციელა.


