ბათუმის საკრებულოს დეპუტატი: ღამე ჩემს 8 წლის შვილს დაურეკეს და აგინეს
31/05/2024 10:30:49 პოლიტიკა
"აგენტების კანონის" მოწინააღმდეგეები კვლავ საუბრობენ მუქარის შემცველი ზარების განხორციელებაზე უშუალოდ მათი და ოჯახის წევრების მიმართ.
ბათუმის საკრებულოში ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნოდარ დუმბაძემ თქვა, რომ მსგავსი ზარი გვიან ღამით მისი მცირეწლოვანი შვილის ტელეფონზეც დაფიქსირდა.
"ჩემს 8 წლის შვილს ღამის 2 საათზე ურეკავენ და აგინებენ. დღეს კი ესენი ["ქართული ოცნების" დეპუტატები] ბიუჯეტის გაზრდაზე მელაპარაკებიან. თურმე, ბატონ ბიძინას მადლობა უნდა გადავუხადოთ. სირცხვილია ეს ყველაფერი!",– თქვა ბათუმის საკრებულოში ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნოდარ დუმბაძემ.
31 მაისს, ბათუმის საკრებულოში ხმაური იყო. ერთმანეთს "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. თემა სწორედ კამპანიური ზარები გახდა.


