Accentnews.ge
"თუ კანონის სახელწოდება იარლიყად მიიჩნიეთ, სად იყავით და რატომ არ ამოიღეთ ხმა?" – კითხულობს თალაკვაძე ორთვიანი პროტესტის შემდეგ

"თუ კანონის სახელწოდება იარლიყად მიიჩნიეთ, სად იყავით და რატომ არ ამოიღეთ ხმა?" – კითხულობს თალაკვაძე ორთვიანი პროტესტის შემდეგ

31/05/2024 11:24:22 პოლიტიკა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მმართველი გუნდის წევრი არჩილ თალაკვაძე ორთვიანი მასშტაბური პროტესტისა და კრიტიკის ფონზე, 31 მაისს მედიასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებით სვამს კითხვას, "თუ კანონის სახელწოდება იარლიყად და პრობლემად მიიჩნიეთ, სად იყავით და რატომ არ ამოიღეთ ხმა?".

ამასთან, პროტესტს, რომ "აგენტების სამიზნე" ორგანიზაციები არ აპირებენ ღირსების შემლახველ რესტრში რეგისტრირებას, არ იწონებს არგუმენტით, "ჩემი ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული პარლამენტი რა კანონსაც მიიღებდა, რა თქმა უნდა, პატივს ვცემდი და შევასრულებდი - დიახ!".

“თუ ეს თქვენს იარლიყად, სტატუსად და პრობლემად მიიჩნიეთ და აქ გაქვთ შენიშვნა, სად იყავით და რატომ არ ამოიღეთ ხმა, როდესაც უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ კომიტეტის სხდომაზე განცხადება გააკეთა და იქ მოსულ ოპონენტებს უთხრა, რომ ამ სახელწოდებასთან დაკავშირებით ემსჯელათ?! თუ ეს საკითხი გაწუხებთ, უმრავლესობის ლიდერის შეთავაზებიდან 20 წუთში რატომ გააკეთეთ განცხადება, რომ ამ საკითხის განხილვას საერთოდ არ აპირებთ და ამაზე არანაირ მსჯელობაში შესვლა არ გინდათ - ეს დისკუსია თქვენ თვითონ უარყავით“, - ამბობს თალაკვაძე.

იხილეთ ასევე: რას ნიშნავს „აგენტების კანონის“ მიღება ქვეყნის სუვერენიტეტისთვის - კახა გოგოლაშვილის ანალიზი

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S