პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერიც საუბრობს მუქარაზე
31/05/2024 11:33:20 პოლიტიკა
პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ქეთევან თურაზაშვილი მის ოჯახის წევრებთან განხორციელებულ მუქარისშემცველ შეტყობინებებზე საუბრობს.
დეპუტატი აპირებს, დღეს საგამოძიებო უწყებებს მიმართოს.
„დარეკვების ახალი ტალღა დაიწყო... მათ ჩემი ოჯახის ყველა წევრის ნომრები იციან. გუშინ, ღამის 12 საათზე შემოვიდა ზარი ჯერ ჩემ ქმართან, (ზარს ვერ მიუსწრო), დაახლოებით, 12 წუთში, იგივე ნომრიდან შევიდა ზარი ჩემ დასთან, რომელსაც დაემუქრნენ. „შენი და არ იქცევა სწორად და ,,მიაყენოს", ან ქმარზე იფიქროს ან შვილებზეო".
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა და რომ "უკვე რამდენიმე კვირაა, გაურკვეველი პირები" მის ოჯახის წევრებს "ქუჩაში ხვდებიან".
"ჩემს 23 წლის შვილს მანქანით გადაუდგნენ და ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე, სრულიად უკანონოდ გაჩხრიკეს, შემდეგ ჯერზე კი, უკვე კაფეში მიაკითხა შეიარაღებულმა შუა ხნის მამაკაცმა და მუსიკოსების მისამართით იგინებოდა... ქუჩაში დაგვხვდნენ მე და ჩემს ქმარსაც, როცა მცირეწლოვან შვილთან ერთად გვიან ღამით სახლში ვბრუნდებოდით".


