თეირანი – წუხანდელ სარაკეტო დარტყმებს 80 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა
08/01/2020 06:10:47 მსოფლიო
ირანული მედიის მტკიცებით, "ერაყში მდებარე ორ ამერიკულ ბაზაზე წუხელ თეირანის მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს 80 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა".
მისივე ცნობით, თავდასხმის შედეგად „სერიოზულად დაზიანდა“ ამერიკელების კუთვნილი ვერტმფრენები და სამხედრო აღჭურვილობა.
ამასთან, ირანული მედია ირანის სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, თუ აშშ ირანულ მხარეზე საპასუხო თავდასხმას განახორციელებს, ირანს 100–ზე მეტი სამიზნე აქვს განსაზღვრული და შესაბამისად იმოქმედებს.
შეგახსენებთ, რომ ვაშინგტონს ამ დრომდე არ გაუკეთებია განცხადება, მოჰყვა თუ არა მსხვერპლი გუშინდელ თავდასხმებს.
ცნობისთვის: შუა აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად მას შემდეგ გამწვავდა, რაც აშშ–ის მიერ ბადღადის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს ირანული ელიტური ქვედანაყოფის „ქუდსის ძალების“ ლიდერი გენერალ-მაიორი ქასემ სულეიმანი და ერაყელი საბრძოლო დაჯგუფების მეთაური აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი დაიღუპნენ.
საპასუხოდ წუხელ ირანმა ერაყში დისლოცირებულ ორ ამერიკულ სამხედრო ობიექტზე სარაკეტო დარტყმები განახორციელა.


