Accentnews.ge
ამერიკული ბაზების დაბომბვის შემდეგ ირანელი გენერალი გამთენიისას დაკრძალეს

ამერიკული ბაზების დაბომბვის შემდეგ ირანელი გენერალი გამთენიისას დაკრძალეს

08/01/2020 06:20:23 მსოფლიო

ირანელი გენერალ–მაიორი ქასემ სულეიმანი დღეს გამთენიისას მშობლიურ ქალაქ კერმანში დაკრძალეს, – იუწყება ირანული მედია.

მისივე ცნობით, გენერლის დაკრძალვამდე ირანმა ერაყში მდებარე ორ ამერიკულ ბაზაზე სარაკეტო თავდასხმები განახორციელა.

ქასემ სულეიმანის დაკრძალვის ცერემონია 6 იანვარს დაიწყო, თუმცა მისი დაკრძალვა ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა. მას შემდეგ რაც დაკრძალვის ცერემონიაზე ჭყლეტაში 56 მგლოვიარე დაიღუპა და 213 დაშავდა, გენერლის დაკრძალვის ცერემონია გადაიდო.

ცნობისთვის: შუა აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად მას შემდეგ გამწვავდა, რაც აშშ–ის მიერ ბადღადის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს ირანული ელიტური ქვედანაყოფის „ქუდსის ძალების“ ლიდერი გენერალ-მაიორი ქასემ სულეიმანი და ერაყელი საბრძოლო დაჯგუფების მეთაური აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი დაიღუპნენ.

საპასუხოდ წუხელ ირანმა ერაყში დისლოცირებულ ორ ამერიკულ სამხედრო ობიექტზე სარაკეტო დარტყმები განახორციელა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S