Accentnews.ge
პრემიერი იმეორებს, რომ საქართველოს პოლიცია დღეს მოქმედებს ევროპულზე და ამერიკულზე "მაღალი სტანდარტით"

პრემიერი იმეორებს, რომ საქართველოს პოლიცია დღეს მოქმედებს ევროპულზე და ამერიკულზე "მაღალი სტანდარტით"

31/05/2024 17:06:29 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პოლიციელებს მიმართა, რომ ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პროცესებში მათ "კიდევ ერთხელ" აჩვენეს "მაღალი პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმი".

მან გაიმეორა, რომ საქართველოს პოლიცია "დღეს მოქმედებს ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით".

„ვიცი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენს ურთულეს საქმიანობაში ყველაზე ახლობელი ადამიანების თანადგომა. მსურს, მადლობა გადავუხადო თქვენს მშობლებს, მეუღლეებს, შვილებს - თქვენი ოჯახების თითოეულ წევრს. საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას თქვენი ფასდაუდებელი შრომისათვის, პროფესიონალიზმისა და პატრიოტიზმისათვის და კვლავაც თანადგომას გპირდებით. მშვიდობას, კეთილდღეობას და წარმატებებს გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს,“- განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ მიუხედავად დემონსტრანტების წინააღმდეგ საპოლიციო ძალების მხრიდან ძალადობის არაერთი ფაქტისა, ამ დრომდე არც ერთი პირი არაა პასუხისმგებაში მიცემული. ძალადობას ირაკლი კობახიძემ მანამდე "ინციდენტები" უწოდა.

გარდა ამისა, დაფიქსირდა კრიტიკული აზრის მქონე ადამაინთა წინააღმდეგ ორგანიზებული კამპანია – შეურაცხმყოფელი წარწერები საცხოვრებელ ბინებთან და ოფისებთან, მუქარისშემცველი ზარები, ჩასაფრებისა და ფიზიკური ძალადობის შემთხვევები. არც ერთ ამგვარ ეპიზოდზეც პასუხსიმგებაში არავინაა მიცემული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S