Accentnews.ge
პრემიერმა მაჭარაშვილის მუქარაზე ბუნდოვანი კომენტარი გააკეთა

პრემიერმა მაჭარაშვილის მუქარაზე ბუნდოვანი კომენტარი გააკეთა

31/05/2024 18:08:17 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრ, დეპუტატ გურამ მაჭარაშვილის მუქარასთან დაკავშირებით, ბუნდოვანი კომენტარი გააკეთა.

„საქართველოში სამართალი უნდა აღსრულდეს შესაბამისი პროცედურების მიხედვით, მე არ ვარ სამართალდამცავი უწყება, აქედან გამომდინარე, გამიჭირდება პასუხის გაცემა. თუ ვინმე ჩაიდენს დანაშაულს, რა თქმა უნდა, უნდა გასამართლდეს. ეს არის ზოგადი პასუხი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი „ხალხის ძალიდან” რეპრესიებით დაიმუქრა. კერძოდ, ბრძანა, რომ "ჯაშუშობის მუხლით" უნდა გასამართლდეს უკლებლივ ყველა, ვინც აგენტების კანონის მიღებას ისევ აპროტესტებს.

მანამდე კი მმართველი გუნდი ამტკიცებდა, რომ კანონი მხოლოდ და მხოლოდ ფინანსების "გამჭვირვალეობას" ისახავდა მიზნად და არა რეპრესიებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S