Accentnews.ge
ისრაელის პრემიერი: „თუ ვინმე ჩვენზე თავდასხმას ეცდება, უძლიერეს დარტყმას მიიღებს“

ისრაელის პრემიერი: „თუ ვინმე ჩვენზე თავდასხმას ეცდება, უძლიერეს დარტყმას მიიღებს“

08/01/2020 09:39:46 მსოფლიო

ისრაელის პრემიერ– მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელზე თავდასხმას უმკაცრესად უპასუხებენ.

„თუ ვინმე ჩვენზე თავდასხმას ეცდება, უძლიერეს დარტყმას მიიღებს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ამასთან, იგი ირანელი გენერალ–მაიორის ქასემ სულეიმანის მკვლელობის ფაქტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აშშ–ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „აღიარებას იმსახურებს სწრაფი და გადამწყვეტი ქმედებისთვის“.

„ისრაელი აშშ–ის სრულ მხარდაჭერას უცხადებს“, – დასძინა ნეთანიაჰუმ.

ცნობისთვის: შუა აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად მას შემდეგ გამწვავდა, რაც აშშ–ის მიერ ბადღადის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს ირანული ელიტური ქვედანაყოფის „ქუდსის ძალების“ ლიდერი გენერალ-მაიორი ქასემ სულეიმანი და ერაყელი საბრძოლო დაჯგუფების მეთაური აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი დაიღუპნენ.

საპასუხოდ წუხელ ირანმა ერაყში დისლოცირებულ ორ ამერიკულ სამხედრო ობიექტზე სარაკეტო დარტყმები განახორციელა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S