Accentnews.ge
ირაკლი ღარიბაშვილი – შესაძლო სანქციებზე: "ჩემს შვილზე ნუ ნერვიულობთ"

ირაკლი ღარიბაშვილი – შესაძლო სანქციებზე: "ჩემს შვილზე ნუ ნერვიულობთ"

02/06/2024 15:12:34 პოლიტიკა

"ჩემს შვილზე ნუ ნერვიულობთ”, – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვას აშშ–ის მიერ მისი და მისი ოჯახის წევრების შესაძლო სანქცირების შესახებ.

ღარიბაშვილის თქმით, თუ რაიმე უთანხმოება არსებობს პარტნიორ ქვეყნებსა და „ქართულ ოცნებას“ შორის, მმართველი პარტია „ყველაფერს დაალაგებს“.

"ქართულმა ოცნებამ“ მოგიტანათ უვიზო რეჟიმი. დღეს თქვენ თავისუფლად, რომ გადაადგილდებით ევროპაში და არ გიწევთ რიგებში დგომა და სავარაუდო უარი ევროპული სახელმწიფოების საკონსულოებიდან, ეს უნდა დააფასოთ. ეს მოიტანა „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენმა ხელისუფლებამ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორებთან შესაძლოა გვქონდეს მთელი რიგი უთანხმოებებიც, მაგრამ გვაქვს საკითხები, რომელზეც ვთანხმდებით. გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან და ევროპასთან. თუმცა, შესაძლოა იყოს გარკვეული საკითხები, რომლებზეც ვერ ვთანხმდებით, ამას კი სჭირდება დიალოგი, დისკუსია, ლაპარაკი და საუბარი. ჩვენ ყველაფერს დავალაგებთ. ჩემს შვილზე ნუ ნერვიულობთ, ჩემს ოჯახს მე თვითონ კარგად მივხედავ!”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის: ღარიბაშვილის შვილი აშშ-ში სწავლობს, სადაც იგი კერძო თვითმფრინავით პირადად ყოფილმა პრემიერმა ჩაიყვანა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S