Accentnews.ge
ირაკლი ღარიბაშვილი -  „ნაციონალური მოძრაობის" ოფისის დარბევაზე: მიუხედავად იმისა, რომ ენმ მთავარი მოძალადე ორგანიზაციაა, არ არის ლამაზი ასეთი ფაქტების ხილვა

ირაკლი ღარიბაშვილი -  „ნაციონალური მოძრაობის" ოფისის დარბევაზე: მიუხედავად იმისა, რომ ენმ მთავარი მოძალადე ორგანიზაციაა, არ არის ლამაზი ასეთი ფაქტების ხილვა

02/06/2024 15:25:02 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ „არ არის ლამაზი“ ისეთი ფაქტების ხილვა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მოხდა.

„ყოველგვარი ძალადობა არის დასაგმობი, ძალადობას ვემიჯნები, ძალადობის ფაქტები სასიამოვნო არ არის. მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი მოძალადე ორგანიზაციაა სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ქვეყანაში, არ არის ლამაზი ასეთი ფაქტების ხილვა და ვფიქრობ, რომ საზოგადოებას სიმშვიდე გვჭირდება, სიტუაციას დამშვიდება სჭირდება. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პარტიებს, თუ რამის თავი აქვთ, მოემზადონ და არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. სამწუხაროდ, მინდა ვთქვა, რომ ეს დაძაბული ველი, რაც დღეს ქვეყანაშია და პოლარიზაცია, რა თქმა უნდა, კარგი სანახავი არ არის და საჭიროა დამშვიდება, დაწყნარება და ცივილიზებული ფორმებით აზრის გამოხატვა, პაექრობა, შეჯიბრებითობა, ეს უნდა იყოს მთავარი. თუ ამ ადამიანებს მართლა უნდათ ევროპა (არაფერი არ გაუკეთებიათ ევროპისთვის და ევროპელობისთვის) და უნდა რაღაც შეცვალონ, ჯერ თვითონ უნდა შეიცვალონ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი 31 მაისს, გვიან ღამით ხელკეტებითა და ქვებით რამდენიმე ატეულმა ადამიანმა დაარბია. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S