საერთაშორისო ავიაკომპანიები ერაყისა და ირანის საჰაერო სივრცეში ფრენას წყვეტენ
08/01/2020 11:37:29 მსოფლიო
საერთაშორისო ავიაკომპანიები ერაყისა და ირანის საჰაერო სივრცეში ფრენას წყვეტენ. შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე მიიღო ფრანგულმა „ეარ ფრანსმა“. ასევე, რეისების განხორციელებას წყვეტს გერმანული ავიაკომპანია „ლუფთჰანზა“.
განცხადება გაკეთდა ტაივანისა და მალაიზიის ავიახაზებშიც. კომპანიებში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე, ფრენები ამ ორი ქვეყნის საჰაერო სივრცის გვერდის ავლით განხორციელდება. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო ავიაკომპანიამ "ფლაიდუბაი".
ცნობისთვის: შუა აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად მას შემდეგ გამწვავდა, რაც აშშ–ის მიერ ბადღადის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს ირანული ელიტური ქვედანაყოფის „ქუდსის ძალების“ ლიდერი გენერალ-მაიორი ქასემ სულეიმანი და ერაყელი საბრძოლო დაჯგუფების მეთაური აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი დაიღუპნენ.
საპასუხოდ წუხელ ირანმა ერაყში დისლოცირებულ ორ ამერიკულ სამხედრო ობიექტზე სარაკეტო დარტყმები განახორციელა.


