Accentnews.ge
არჩევნებამდე 5 თვით ადრე ხელისუფლებამ მოქალაქეების ნაწილისთვის მორიგი საშეღავათო პაკეტი დააანონსა

არჩევნებამდე 5 თვით ადრე ხელისუფლებამ მოქალაქეების ნაწილისთვის მორიგი საშეღავათო პაკეტი დააანონსა

03/06/2024 07:09:20 პოლიტიკა

არჩევნებამდე 5 თვით ადრე ხელისუფლებამ მოქალაქეების ნაწილისთვის მორიგი საშეღავათო პაკეტი დააანონსა. კერძოდ, როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს კორონავირუსის პანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერებათ.

"2000–მდე მოქალაქეს კორონავირუსის პანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება. უკვე რამდენიმე წელია, მოქალაქეებს რჩებათ ჯარიმები, რომელთა ამოღება დღეს ჩვენი აზრით სრულიად არაგონივრული იქნებოდა, აქედან გამომდინარე, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას ამ ჯარიმების განულებასთან დაკავშირებით. ჯარიმისგან გათავისუფლდება 1855 ფიზიკური და 38 იურიდიული პირი. თანხის ჯამური მოცულობა დაახლოებით, 5 მილიონ 600 ათასი ლარი იქნება", – განაცხადა კობახიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S